18 მაისი 2024,   19:14
ვრცლად
"ენერგეტიკის მინისტრმა ისარგებლა თავის თანამდებობით" - ელენე ხოშტარია

ნუცუბიძის ქუჩაზე რვასართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა დღეს "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, ნუცუბიძის 131 ნომერში კანონით დაბალსართულიანი სახლების მშენებლობაა ნებადართული, თუმცა მშენებარე კომპანია Archi Group "ქართული ოცნების" ლიდერთან, კახი კალაძესთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ, მერიამ მშენებლობაზე ნებართვა გასცა.

ელენე ხოშტარია კახი კალაძეს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს.

„ძალიან მარტივია იმის გაგება, რომ ენერგეტიკის მინისტრმა ისარგებლა თავის თანამდებობით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია მართოს მთლიანად, ჩაიგდოს ხელში ქალაქის მმართველობა, უბრალოდ გვატყუებს კიდევ ერთხელ წინასაარჩევნოდ,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

დღის ამბები