18 მაისი 2024,   21:06
ვრცლად
"ქართული ოცნების" შემოწირულობით მიღებულმა დაფინანსებამ 7 მილიონს გადააჭარბა - აუდიტის სამსახური 

აუდიტის სამსახური სამოქალაქო სექტორს პოლიტიკური პარტიების ფინანსების და შემოწირულობების მონიტორინგის შედეგებს აცნობს. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს აუდიტორებმა წინასაარჩევნო პერიოდში იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ  ისაუბრა. 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, "ქართული ოცნების"  შემოწირულობამ 7 მილიონ 343 ათასს მიაღწია.

შემოწირულობის სახით 323 ათას 675 ლარი მიიღო  "ევროპულმა საქართველომ", „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 15, 600 ლარი. „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 15,300 ლარი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“- 12,204 ლარი, „ეროვნული ფორუმი“- 9215 ლარი,  "ნაციონალურმა მოძრაობამ” კი  შემოწირულობის სახით,  5,432 ლარი მიიღო.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ციფრებიდან გამომდინარე აუდიტის სამსახურს კითხვები გაუჩნდა 101 პირის შემოსავლებთან დაკავშირებით, საიდანაც 14 მათგანი დაბარებულია გამოკითხვაზე.

„ამ ეტაპაზე 100-ზე მეტი პირის შესახებ გვაქვს გამოთხოვილი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, რომ მივიღოთ რწმუნება იმაზე, რომ ამ პირებს ნამდვილად ჰქონდათ შემოსავალი, რომ მათ ნამდვილად განეხორციელებინათ შემოწირულობა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ დაბარებული 14 ფიზიკური პირი. აქედან 6 არის „ევროპული საქართველოს“, 8 კი „ქართული ოცნების“ შემომწირველი, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები.

იურიდიული პირების მხრიდან საგრძნობლად გაზრდილი არის დაფინანსება, თუკი ჩვენ ამ პერიოდს შევადარებთ წინა თვითმმართველობის არჩევნებს და საერთო ჯამში თვალში საცემია განსხვავება შემოწირულობებს შორის მმართველ პარტიასა და სხვა დანარჩენ პარტიებს შორის,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარტიების შემოწირულობებთან ერთად აუდიტის სამსახური ასევე რამდენიმე საკითხს სწავლობს. კერძოდ საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის შემცველ კამპანიასა და ასევე პოლიტიკური შინაარსის გავრცელების საკითხს.

დღის ამბები