20 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
საქართველოში შეჭრისთვის რუსეთს ფასი არ გადაუხდია - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის წიგნი

“შეკავების პოლიტიკასთან დაბრუნება - პუტინის რეჟიმთან გამკლავება” - ამ სახელწოდების წიგნში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ ქრეიმერი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ქრეიმერი საუბრობს შეცდომებზეც, რომლებიც ამერიკის წინა ადმინისტრაციებმა დაუშვეს.

დევიდ ქრეიმერს, წიგნში აღწერილი აქვს ყველა ის მოვლენა, კოსოვოს დამოუკიდებლობის და ბუქარესტის სამიტის ჩათვლით, რაც აგვისტოს ომს წინ უძღოდა. სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ამერიკის ადმინისტრაციების შეცდომად თვლის, რომ აგვისტოს ომის გამო რუსეთი არ დასჯილა, რამაც პუტინს უკრაინაში შესაჭრელად გზა გაუხსნა.

ქრეიმერი ასევე განმარტავს, რომ რუსეთის მთავარ გაღიზიანებას ნატოს გაფართოება იწვევდა, რაც ასახული იყო კიდეც 2010 წლის რუსეთის სამხედრო დოქტრინაში.

დევიდ ქრეიმერი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ მოქმედებდა ფრთხილად რუსულ პროვოკაციებზე.

წიგნის ავტორი ამერიკის ახალ ადმინისტრაციას რუსეთის შეჩერების სტრატეგიასთან დაკავშირებით არა ერთ რეკომენდაციას აძლევს. ის აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა უნდა მოსთხოვოს მოსკოვს საქართველოსა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება. გარდა ამისა, პუტინს და მის გარემოცვას სანქციები დაუწესოს. 

დღის ამბები