20 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები იმყოფებიან

საქართველოს ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები ეწვივნენ. 28 ქვეყნის წარმომადგენელმა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა. ელჩებმა საქართველო-ევროკავშირის ახლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დადებითად შეფასდა მიმდინარე რეფორმები.

დელეგაციის წევრებმა ასევე, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან დაკავშირებით. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ამით ხაზს ვუსვამთ საქართველო-ევროკავშირის ძალიან ღრმა პარტნიორობას. ევროკავშირი საქართველოს განიხილავს, როგორც მთავარ პარტნიორს და ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მჭიდრო ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, არამედ უსაფრთხოების სფეროში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები