20 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ნატოს გენერალური ასამბლეა დღეს საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას დაამტკიცებს

ნატოს გენერალური ასამბლეა დღეს საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას დაამტკიცებს. სხდომაში მონაწილეობას მიიღებს ალიანსის გენერალური მდივანიც. გერმანელი დეპუტატის ულა შმიდტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია რუსეთის შეკავების და ამ კონტექსტში, შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობები.

პროექტში დადასტურებულია, რომ საქართველო და უკრაინა აუციებლად გახდებაინ ალიანსის წევრი ქვეყნები. აქვე ალიანსი აღიარებს, რომ საქართველოს წევრობა ხელს შეუწყობს ატლანტიკურ უსაფრთხოებას, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში.

რეზოლუციის პროექტს გუშინ კომიტეტმა უყარა კენში. 

დღის ამბები