20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, თუ ჩვენი მეზობლები სტაბილურად იგრძნობენ თავს"- ჯეიმს აპატურაი

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიმართა. ჯეიმს აპატურაიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის გაგრძელდეს. მან ასევე რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

„შეკავების პოლიტიკა სამი ელემენტისგან შედგება, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპა იყოს უსაფრთხო და ამისთვის საჭირო იქნება გავაძლიეროთ თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკა. ბოლო მონაცემით, ჩვენი ტექნიკაც და კონტიგენტიც აღმოსავლეთ ევროპაში გასამმაგდა, რაც ჩვენი პარტნიორობის მიერ შეტანილი წვლილი და დამსახურებაა. ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, თუ ჩვენი მეზობლები უსაფრთხოდ და სტაბილურად იგრძნობენ თავს. საქართველო ასპირანტი ქვეყანაა, მაგრამ მრავალი წელია, ის ჩვენი მეგობარი და პარტნიორია,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, უსაფრთხოებასა და შეიარაღებული ძალების რეფორმაზე მსჯელობენ. ღონისძიებას ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მთავრობის მეთაური, თავდაცვის მინისტრი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან. 

„ჩვენ ერთგულები ვრჩებით ნატო-სთან ერთად იმისა, რომ ვიყოთ ერთნაირი ღირებულებითი სისტემის ერთგული, რაც ითვალისწინებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპების მხარდაჭერას, როგორც რეგიონში, ისე გლობალურად მსოფლიოში. ამ თვალსაზრისით ვაქტიურობთ საერთაშორისო მისიების ფარგლებში, ვართ სამაგალითო ქვეყანაში, როგორც დემოკრატიული რეფორმების და ინსტიტუციების მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ისე ჩვენი მონაწილეობით ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ნატო-სთან ერთად საერთაშორისო მშვიდობის წესებზე დაფუძნებული თავისუფალი სამყაროს უზრუნველყოფისთვის,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის როლზე.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები