20 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
დაიკითხოს შს მინისტრი და დადგეს რეალობა ამ საქმესთან დაკავშირებით - ზვიად კუპრავა ხახუბიას საქმეზე

დაიკითხოს გიორგი მღებრიშვილი ბექა ხახუბიას საქმეზე - ამ განცხადებით მთავარ პროკურატურას „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა“, ზვიად კუპრავამ, მიმართა.

კუპრავას განცხადებით, ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, დაკავებული 21 წლის ბექა ხახუბია სწორედ შს მინისტრის უკანონო ბრძანების შემდეგ გაათავისუფლეს.

„დაიკითხოს შს მინისტრი და დადგეს რეალობა ამ საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რატომ გათავისუფლდა ბექა ხახუბია დაკავებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ის იყო დაკავებული რამდენიმე საათით ადრე, რა იყო მოტივი? ეს იყო მინისტრის ჩარევა და მინისტრი რატომ ჩაერია,“ - აცხადებს ზვიად კუპრავა.

დღის ამბები