06 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ტერაქტს ნიუ-იორკში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტერაქტს ნიუ-იორკში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანჰეტენზე ავტომობილი ჯერ ველოსიპედებისთვის განკუთვნილ ბილიკზე შევარდა, შემდეგ კი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის ბელგიისა და არგენტინის მოქალაქეებიც არიან.

15 დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი, აქედან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველებმა ტერორისტი ადგილზე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ის უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საი-ფულო საიპოვია, რომელიც შეერთებულ შტატებში 2010 წლიდან იმყოფება.

მის მანქანაში აღმოჩენილი წერილის მიხედვით, საიპოვი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მოქმედებდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდასხმის დროს ის არაბულ ენაზე ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

“დღეს ჩვენს ქალაქისთვის ძალიან მძიმე დღეა. ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე ტრაგედია დატრიალდა. ეს იყო ტერორისტული აქტი, ლაჩრული თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე. გამიზნული ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიური საქმეებით იყვნენ დაკავებულები და არ ელოდნენ თავდასხმას. არსებული ინფორმაციით მომხდარს 8 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,”-განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები