"სალვუს დეველოპმენტის" ოფისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
კომპანიის თანამშრომელთა დაკითხვა დღეს განახლდება.
დაიკითხება კომპანიის დამფუძნებლის მეუღლე. რაც შეეხება გიორგი სოზაშვილს, მისი დაკითხვა 6 პირთან ერთად 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საგამოძიებო უწყებიდან გამოსული სოზაშვილის თქმით, სამართალდამცველებს მან ორი დღის წინანდელ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მომხდარს პროვოკაცია კიდევ ერთხელ უწოდა.
„კითხვები ძირითადად ჰქონდათ არსებულ ფაქტთან დაკავშირებით, როგორ მოხდა, როგორ შემოიჭრა პატივცემული პროკურორი ჩვენთან ოფისში. ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დაგვისვეს. თვითონ პატრულის თანამშრომელმა, რომელიც ესწრებოდა ყველა ამ პროცესს, იქ იყო ოფისში, იმანაც დაადასტურა, რომ მე იარაღი ხელში არ მქონია,“-განაცხადა ”სალვუს დეველოპმენტის” მფლობელმა გიორგი სოზაშვილმა.