06 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
რუსეთმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა

რუსეთმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ტერორისტების ობიექტები სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორში გაანადგურეს.

იერიში ზღვიდან განხორციელდა. სამხედროებმა წყალქვეშა გემიდან კალიბრის ტიპის სამი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. შედეგად ტერორისტების ბანაკი, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო საშუალებების საწყობი განადგურდა.

ტერორისტების მხრიდან დანაკარგის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ინფორმაციას არ ავრცელებს.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ქალაქში სირიის სამთავრობო ძალებიც უტევენ.

ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების ინფორმაციით, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ასადის არმიამ რამდენიმე რაიონზე კონტროლი აღადგინა.

დღის ამბები