06 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
ტერაქტი მანჰეტენზე-აისისის სახელით 29 წლის საიპოვმა 8 ადამიანი მოკლა

ნიუ იორკში უზბეკმა ემიგრანტმა ტერაქტი აისისის სახელით მოაწყო. 29 წლის საიპოვმა დაქირავებული მანქანა მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გამვლელებს შეაჯახა. დაიღუპა 8 ადამიანი. თავდამსხმელი პოლიციელებმა დაჭრეს და ის დაკავებულია.

სამართალდამცავები ნიუ ჯერსის ქალაქ პატერსონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მუშაობენ, სადაც საიპოვი ცხოვრობდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საიპოვი შეერთებულ შტატებში 2010 წლიდან ცხოვრობდა. ჯარიმის გადაუხდელობის გამო შარშან დაკავებულიც იყო. ემიგრანტი ჯერ ოჰაიოში დასახლდა, შემდეგ საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდა. ბოლო 6 თვე კი ნიუ-ჯერსიში ცხოვრობდა. მომხდარი დაგმო დონალდ ტრამპმა, რომელმაც უსაფრთხოების დეპარტამენტს მიგრანტთა შემოწმების პროცედურების გამკაცრება დაავალა. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს ნებისმიერი ფოტო და ვიდეო მასალა მიაწოდონ, რომელიც გამოძიებას დაეხმარება. 

დღის ამბები