18 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი მსოფლიო პოპ ვარსკვლავებმა მოირგეს

ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი მსოფლიო პოპ ვარსკვლავებმა მოირგეს. ცნობილი მომღერალი ქეითი პერი ქართველი დიზაინერების - გვანცა და ნინო მაჭარაშვილების მიერ შექმნილი სასცენო კოსტიუმით ათასობით თაყვანისმცემლის წინაშე წარსდგა.

mach & mach და ქეითი პერის მეგობრობა უკვე 5 განსხვავებულ კოსტიუმს ითვლის. თუმცა, მსოფლიოში აღიარებული მომღერლის გარდა, ქართული ბრენდის მიმართ ინტერესი არა ერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოიჩინა. გასული სეზონის Mercedes-Benz Fashion Week-ის შემდეგ დიზაინერები VOGG-ის და სვაროვსკის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე მიიწვიეს და ახალი კაბის შესაქმნელად ათასობით კრისტალი უფასოდ გადასცეს.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს უამრავი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს თბილისში 43 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარადგენს.

შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi უმასპინძლებს. დიზაინერები ქართველ და უცხოელ სტუმრებს 2-დან 6 ნოემბრის ჩათვლით, რუსთაველის თეატრში შეხვდებიან.

დღის ამბები