06 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
სექსუალური შევიწროების ბრალდება - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა

სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. საქმე ეხება 15 წლის წინანდელ ინციდენტს.

მაიკლ ფელონმა მაშინ ჟურნალისტ ჯულია ჰარტლი-ბრიუერს მუხლზე ხელი დაადო. მაიკლ ფელონი აცხადებს, რომ წარსულში მის მიერ ჩადენილი ქმედება არ აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტს, რაც შეიარაღებული ძალების ნებისმიერ წარმომადგენელს მოეთხოვება.

მინისტრის გადადგომას გამოეხმაურა თავად ჟურნალისტიც.

ჯულია ჰარტლი-ბრიუსერმა ტვიტერის ქსელში დაწერა, რომ 15 წლის წინ მომხდარი უმნიშვნელო ინციდენტი მინისტრის გადადგომის მიზეზი ვერ გახდებოდა.

დღის ამბები