06 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
მაიკლ ჯექსონის, ბითლზის, ელვის პრესლისა და ჯიმი ჰენდრიქსის ნივთები აუქციონზე გაიტანეს

მაიკლ ჯექსონის, ბითლზის, ელვის პრესლისა და ჯიმი ჰენდრიქსის ნივთები აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. ლოტების ვაჭრობის დაწყებამდე ლოს ანჯელესში, ჯულიანის აუქციონის სახლში გამოფინეს. მათ შორისაა მაიკლ ჯექსონის ორი კოსტიუმი და მთის ბროლის ქვებით გაწყობილი ხელთათმანი, რომლის ფასი 70 ათასი დოლარია.

ამავე თანხადაა შეფასებული კურტ კობეინის MTV-ის ჯილდო, რომელიც მას 1992 წელს გადასცეს.

აუქციონზე ასევე იყიდება ჯიმი ჰენდრიქსის დასარტყამი ინსტრუმენტი, პრინსის ელექტროგიტარა და ელვის პრესლის საკონცერტო კოსტიუმები, ოქროს საათთან ერთად.

ვაჭრობა 4 ნოემბერს ლოს ანჯელესში გაიმართება. 

დღის ამბები