06 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
კატალონიის გადაყენებულ ლიდერებს ესპანეთის უზენაეს სასამართლოში კითხავენ

კატალონიის გადაყენებულ ლიდერებს  ესპანეთის უზენაეს სასამართლოში კითხავენ. დაბარებული მაღალჩინოსნებიდან დღეს მადრიდის სასამართლოში ცხრა გამოცხადდა. მათ შორის არ არიან რამდენიმე მინისტრი და კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი.

ის ამ დრომდე ბელგიაში რჩება და აცხადებს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. სასამართლოში არგამოცხადების გამო ესპანეთიდან პროკურატურამ, შესაძლოა, მათი დაკავების ორდერი გასცეს.

კატალონიის ყოფილ ლიდერებს დაუმორჩილებლობასა და ამბოხის მოწოდებაში ადანაშაულებენ თუმცა, მათთვის ოფიციალურად ბრალი არ წარუდგენიათ. 

 ფოტო: theguardian.com.

დღის ამბები