06 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
თავდასხმას ავღანეთში15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თავდასხმას ავღანეთში15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა ქაბულის მახლობლად მდებარე დასახლებაში მოხდა. ადგილზე საწვავის ორი ტანკერი ააფეთქეს, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამგზავრო ავტობუსსაც მოედო.

აფეთქების შედეგად დაშავდა 30-მდე ადამიანი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

დღის ამბები