06 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
დონალდ ტრამპი 11 წუთის განმავლობაში Twitter-ის გარეშე დარჩა

დონალდ ტრამპი 11 წუთის განმავლობაში Twitter-ის გარეშე დარჩა. სოციალური ქსელის პრესსამსახურის განმარტებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის გვერდი, Twitter-ის თანამშრომელმა შემთხვევით გააუქმა.

მათ, ვისაც ამ პერიოდში დონალდ ტრამპის განცხადებების ნახვა სურდა, შეტყობინება ხვდებოდათ, რომ პრეზიდენტის გვერდი არ არსებობს.  

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი Twitter-ის ქსელს ოპონენტების კრიტიკისა და საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად აქტიურად იყენებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტს 41 მილიონი მიმდევარი ჰყავს. 

დღის ამბები