Mercedes Benz Fashion Week თბილისის პირველი დღის კულმინაცია დათუნა სულიკაშვილის ჩვენება იყო. დიზაინერმა 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია კინგ დევიდში შეკრებილი სტუმრების, ჟურნალისტებისა და ბაიერების წინაშე წარადგინა.
დათუნა სულიკაშვილმა ამჯერადაც შავსა და თეთრზე შეაჩერა არჩევანი, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად -კოლექციას კიდევ ერთი ახალი ფერი შემატა.