06 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
ბელგიის პროკურატურა პუჩდემონის და მისი 4 მრჩევლის დაკავების ორდერს სწავლობს

ბელგიის პროკურატურა კარლეს პუჩდემონის და მისი 4 მრჩევლის დაკავების ორდერს სწავლობს.

ე.წ. ევროპული ორდერი ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო კოლეგიამ გასცა და ოფიციალურ ბრიუსელს გადაუგზავნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კატალონიის ხელისუფლების ყოფილ ლიდერებს ამბოხის მოწყობა, ხელისუფლებისადმი დამოუმორჩილელობა და სახელმწიფო სახსრების გაფლაგვა ბრალდებათ.

კანონმდებლობის თანახმად, ბელგიას პუჩდემონის და მისი გარემოცვის წევრების ექსტრადირებისთვის 60-დღიანი ვადა აქვს.

თავად კარლეს პუჩდემონი ითხოვს, რომ მისი საქმე ბელგიის სასამართლომ განიხილოს და მზად არის, 21 დეკემბერს დანიშნულ ვადამდელ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ამ ინიციატივას კატალონიელებმაც დაუჭირეს მხარი. დამოუკიდებლობის მომხრეები დაკავების ორდერის გაცემისთანავე ბარსელონას ცენტრში შეიკრიბნენ და ყოფილი ლიდერებისთვის სამართლიანი სასამართლო პროცესის გარანტიები მოითხოვეს. 

დღის ამბები