ავჭალაში მდებარე შუშის ქუჩის მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ.
ადგილობრივების განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ყოველდღიურად ათობით სატვირთო ავტომობილი გადაადგილდება, რაც სახლებს აზიანებს და ბზარებს უჩენს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამუშაოების გამო, ტერიტორიაზე მტვერია, რის გამოც იქ ცხოვრება შეუძლებელია.
ისინი შუშის ქარხნის ყოფილი ხემძღვანელის ინტერესებზეც საუბრობენ, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.