06 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
რუსეთმა კანადის ათობით მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ე.წ. მაგნიტსკის კანონის ამოქმედების საპასუხოდ, რუსეთმა კანადის ათობით მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, განცხადებით, პერსონა ნონგრატად გამოცხადნენ ის ადამიანები, რომლებიც რუსოფობული დამოკიდებულებით გამოირჩევიან და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუარესებისთვის მუშაობენ.

კანადაში 30 რუსი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ოფიციალურად გუშინ გამოცხადდა. შავ სიაში, ძირითადად, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები მოხვდნენ, მათ შორის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ბასტრიკინი.

დღის ამბები