06 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
კომპანია "ნეტფლიქსმა" კევინ სპეისისთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა

კომპანია ნეტფლიქსმა კევინ სპეისისთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. მიზეზი მსახიობის მიმართ გამოთქმული სექსუალური ბრალდებები გახდა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკანდალის გამო, სერიალ "ბანქოს სახლის" შეჩერებული გადაღებები შესაძლოა, კევინ სპეისის გარეშეც გაგრძელდეს.

პროდიუსერები მეექვსე სეზონის განახლების რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის სპეისის პერსონაჟის მკვლელობას. ოსკაროსანი მსახიობი სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

მსახიობ ენტონი რეპის გარდა, კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში სერიალის გადამღები ჯგუფის 8 წევრმაც დაადანაშაულა. ამ ბრალდების გამო, ბრიტანეთის პოლიციამ სპეისის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო.

დღის ამბები