06 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ნიუ-იორკის პოლიცია ჰოლივუდის პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის დაკავებას გეგმავს

ნიუ-იორკის პოლიცია ჰარვი ვაინშტაინის დაკავებას გეგმავს. ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პროდიუსერს ბრალს გაუპატიურების მუხლით წარუდგენენ.

საქმე ეხება მსახიობ პას დელა უერტას მიერ გაკეთებულ განცხადებას. მსახიობი ამბობს, რომ 2010 წელს პროდიუსერმა მასზე ორჯერ იძალადა.

დანაშაული ნიუ-იორკში მოხდა, ამიტომ საქმის გამოძიება ქალაქის პოლიციამ დაიწყო და მსახიობი დაკითხვაზე დაიბარა.

გამოძიების ინფორმაციით, დე ლა უერტას ჩვენება საკმაოდ სანდოა, რადგან გამყარებულია მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალის წარსადგენად საკმარისია.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ჰარვი ვაინშტაინი ამჟამად შტატში არ იმყოფება, ამიტომ გამოძიება მისი დაკავების ორდერის მისაღებად სასამართლოს მიმართავს.

დღის ამბები