06 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტი დონალდ ტრამპის ყოფილ პირად მცველს მოსმენაზე იბარებს

შეერთებული შტატების კონგრესის დაზვერვის კომიტეტი დონალდ ტრამპის ყოფილ პირად მცველს მოსმენაზე იბარებს.

ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს.

კომიტეტის განრიგში სხდომა ჯერ არ არის დანიშნული. კომიტეტს, რომელიც ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირებს იძიებს, კითხვები აქვს დონალდ ტრამპის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც 2013 წელს შედგა.

გამოცემის ცნობით, კანონმდებლებს აინტერესებთ ტრამპისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები და იმ ინცინდენტების დეტალები, რომლებიც სკანდალურ ე.წ. "რუსულ დოსიეშია" მოყვანილი.

დაზვერვის კომიტეტი დონალდ ტრამპის პირად მცველს FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებაც ჰკითხავს. ჯეიმს კომის გადაყენების პერიოდში კიტ შილერი დონალდ ტრამპის მრჩევლად მუშაობდა.

დღის ამბები