06 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
სექსუალური ძალადობის ბრალდებების მორიგი ადრესატები გაეროს თანამშრომლები გახდნენ

სექსუალური ძალადობის ბრალდებების მორიგი ადრესატები გაეროს თანამშრომლებიც გახდნენ.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში სამდივნოში სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის შესახებ 31 საჩივარი შევიდა. აქედან ნაწილი დევნილთა საკითხებში გაეროს სააგენტოს თანამშრომლებს ეხებათ, ნაწილი კი სამშვიდობო მისიების სამხედრო პერსონალს.

საქმე ეხება აფრიკის ქვეყნებში, კონგოსა და ჰაიტიზე ჩადენილ დანაშაულებს. განაცხადების თანახმად, ძალადობის მსხვერპლი 24 ქალი და 6 მცირეწლოვანი გოგოა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველა საჩივარს სპეციალური ჯგუფი სწავლობს, ერთი შემთხვევა უკვე დადასტურდა, 14 საჩივარზე კი გამოძიებაა დაწყებული.

დღის ამბები