06 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ამერიკელი ოჯახი მეკობრეების თავდასხმის შემდეგ სამ დღეს ამაზონის ჯუნგლებში იმალებოდა

ამერიკელი ოჯახი მეკობრეების თავდასხმის შემდეგ სამ დღეს ამაზონის ჯუნგლებში იმალებოდა. Harteaus-ებმა ლათინური ამერიკის შემოვლა გრძელვადიანი ტურით გადაწყვიტეს, თუმცა, ამჟამად, საავადმყოფოში იმყოფებიან.

პოლიციის ინფორმაციით, წყვილმა, ორ შვილთან ერთად, Macapá-ს მონახულება გადაწყვიტა, თუმცა, მათ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად  სა­ექ­სკურ­სიო ტუ­რის­ტუ­ლი გე­მით გადაადგილება მოუწიათ.

სწორედ ამ კატერს დაესხნენ თავს მეკობრეები, რომლებმაც საბუქსირო გემი მიიყვანეს ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია, როგორც Porto dos Dias. სწორედ აქ აიღეს მეკობრეებმა ტურისტული გემიდან ნივთები, წაართვეს ტელეფონები და დატოვეს გემის მგზავრები.

პოლიციელებს ოჯახმა განუცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, ჯუნგლებში დაიმალნენ. სამართალდამცავების თქმით, როდესაც Harteaus-ების ფურგონი ნახეს, მათ მარიხუანა იპოვეს. თუმცა პოლიციელები აცხადებენ, რომ ამის გამო ბრალდებას არ წაუყენებენ, რადგან მარიხუანას მოცულობა ბევრი არ იყო.

მეკობრეების ჭარბი რაოდენობა ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში შეინიშნება. 

 

წყვილის მოგზაურობის ამსახველი ფოტოების ნახვა შეგიძლიათ Instagram-ზე.

დღის ამბები