მკვლელობა იმერეთში. წინასწარი ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცს ყელის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობა სავარაუდოდ, გადაჭრილი თოფით არის ჩადენილი.
მეგობერბს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა სოფელ ახალ თერჯოლაში მოხდა. 29 წლის ბექა გურგენიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი ბებიამ იპოვა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.