06 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ტეხასში სროლას სულ ცოტა 26 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც

სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა სროლას ტეხასის შტატში. ქალაქ საზერლანდ სპრინგში შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივ ეკლესიაში საკვირაო მესის დროს შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. 20-მდე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა მას შემდეგ სცადა, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი 26 წლის დევინ კელია. ამ დროისთვის უცნობია თავდასხმის მოტივი.

დღის ამბები