06 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ბელგიურმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერი გაათავისუფლა

ბელგიურმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერი გაათავისუფლა. კარლეს პუჩდემონმა და მისი კაბინეტის 4-მა წევრმა პროკურატურის შენობა საქმის 8 საათიანი განხილვის შემდეგ დატოვეს. მოსამართლე გამომძიებელმა მათ სასამართლოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ახლა საქმე ბელგიური სასამართლოს პირველ ინსტანციას გადაეცემა, რომელმაც ესპანეთის ხელისუფლების მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის აღსულების შესახებ, გადაწყვეტილება 15 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს.

მანამდე კი, კარლეს პუჩდემონი და კატალონიის ავტპონომიური რესპუბლიკის რეგიონული ადმინისტრაციის წევრები ვალდებული არიან, მათ საქმესთან დაკავშირებით ყველა სასამართლო სხდომას დაესწრონ.

დღის ამბები