06 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
ბელგიაში გამომძიებელი-მოსამართლის გადაწყვეტილებას პუჩდემონის მომხრეები ელოდნენ

კარლეს პუჩდემონი და კატალონიის ავტონომიის ადმინისტრაციული ხელისუფლების კიდევ 4 წარმომადგენელი ბელგიის პროკურორის ოფისში ნებაყოფლობით გუშინ გამოცხადნენ. გადაწყვეტილება რეგიონის ყოფილი ხელისუფლების წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მადრიდმა მათი დაპატიმრების ევროპული ორდერი გასცა.

გამომძიებელი-მოსამართლე გვიან ღამემდე ეცნობოდა საქმის დეტალებს.

მის მიერ გადაწყვეტილების მიღებას კატალონიის დამოუკიდებლობისა და ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები ბრიუსელში პროკურატურის შენობასთან გვიანობამდე ელოდნენ. 

დღის ამბები