06 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
მასშტაბური ევაკუაცია მოსკოვში - მაყურებელს დიდი თეატრის შენობა დაატოვებინეს

მასშტაბური ევაკუაცია მოსკოვში - ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების შემდეგ, მაყურებელს დიდი თეატრის შენობა სასწრაფოდ დაატოვებინეს.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაცია 3000-ზე მეტ ადამიანს შეეხო. თეატრის გარდა, სამართალდამცველებმა მოსახლეობას ახლომდებარე სავაჭრო ცენტრების დატოვებაც მოსთხოვეს.

ადგილზე პოლიციისა და სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა.

დღის ამბები