06 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 26 წლის დევინ კელია

ამ დრომდე უცნობია ტეხასში მომხდარი თავდასხმის მოტივი, რომელსაც 26 ადამიანი ესმხვერპლა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. 20-მდე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეიარაღებული მამაკაცი ქალაქ საზერლანდ სპრინგსში ადგილობრივ ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილვეთა ინფორმაციით, თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა მას შემდეგ სცადა, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 26 წლის დევინ კელია. მედიის ინფორმაციით, ის წარსულში ცოლსა და შვილზე თავდასხმის გამო იყო ნასამართლევი. ამ დანაშაულის შემდეგ ის ჯარიდანაც დაითხოვეს.  

დღის ამბები