08 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
ხანძარი გომბორის ტყეში ლიკვიდირებულია

ხანძარი გომბორის ტყეში ლიკვიდირებულია. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. პროცესში მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივები არიან ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლი გამხმარ ბალახს ეკიდა და მისი ტყის მასივზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ხანძრის ლიკვიდირება უკვე მოხერხდა ვერონას მონაკვეთზე. ცეცხლის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

პარალელურად, ლოკალიზებულია ხანძარი თელავის რაიონის სოფელ ართანაში, კოხტას გორაზე. 

დღის ამბები