18 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
86 წლის ასაკში ქართველი პოეტი ჯანსუღ ჯარკვიანი გარდაიცვალა

86 წლის ასაკში დღეს დილით ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ის ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში აგვისტოს თვეში მოათავსეს. ჯანსუღ ჩარკვიანის პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა.

1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი "ერთი ღამის სიჩუმეში". ჩარკვიანი იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.

მას მინიჭებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო და შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. იყო ღირსების ორდენის კავალერი. მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ჯანსუღ ჩარკვიანი 95 და 99 წლებში იყო პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

დღის ამბები