06 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
Facebook-სა და Twitter-ში ფულს კრემლთან დაახლოებული პირები და კომპანიები დებდნენ - PARADISE PAPERS

Facebook-სა და Twitter-ში ფულს კრემლთან დაახლოებული პირები და კომპანიები დებდნენ - საერთაშორისო ჟურნალისტების ქსელმა ოფშორული იურიდიული კომპანიიდან გაჟონილ 13 მილიონ დოკუმენტზე დაყრდნობით, ეს დასკვნა გამოაქვეყნა.

პოლიტიკური ლიდერების მიერ გადამალული მილიონები, ჩრდილოვანი კომპანიები, ფარული გარიგებები და საეჭვო კავშირები - მთელი მსოფლიო მორიგ ოფშორულ სკანდალს ადევნებს თვალს. PARADISE PAPERS - პირობითად ასე ეწოდება საერთაშორისო ჟურნალისტების მიერ მომზადებულ გამოძიებას.

The New York Times-ის სტატიის მიხედვით, ასობით მილიარდი რუსული ფული ამ ორ სოციალურ ქსელში ხვდებოდა. ბიზნესმენი იური მილნერი Facebook-ში 8, ხოლო Twitter-ში 5 პროცენტს ფლობს.

გამოძიებული სქემის მიხედვით, Twitter-ში განხორციელებული ინვესტიციის უკან დგას "ვნეშტორ ბანკი". 2011 წელს მილნერის ფონდმა ბანკიდან 191 მილიონი დოლარი მიიღო და ის ჩადო Twitter-ში.

ამავე დროს, მილნერის ფონდის ერთ-ერთ სტრუქტურას ოფშორული კომპანია "კანტონი" აფინანსებდა და კანტონმა 197 მილიონი დოლარი მიიღო "გაზპრომიდან", სამი თვით ადრე, ვიდრე ვილნერი Facebook-თან კონტრაქტს გააფორმებდა.

მილნერმა The New York Times-თან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ კომერციული ხასიათის ოპერაციები იყო.

ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის კვალიც იკვეთება. ოქტომბერში Facebook-ისა და Twitter-ის, ასევე, სხვა სოციალური ქსელების წარმომადგენლებიც დაბარებული იყვნენ კონგრესში საგანგებო ჩვენების მისაცემად.

Facebook-მა გაავრცელა განცხადება, რომ არჩევნების პერიოდში 3 ათასამდე რუსული კომპანიის მხრიდან განცხადება სოციალური ქსელის გვერდზე დაიდო.

Twitter-მა საკუთარ გვერდზე კი Sputnik-სა და Russia Today-ის აუკრძალა სარეკლამო კამპანიის წარმოება.  

დღის ამბები