18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
163-ე ბაღის ყოფილი დირექტორი დოკუმენტებს ხელს მოადგილის და გარდაცვლილი თანამშრომლის ნაცვლად აწერდა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთოს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც შესაძლოა სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულის მთავარი მტკიცებულება გახდეს.

მასალიდან ირკვევა, რომ 163-ე ბაღის ყოფილი დირექტორი ოფიციალურ დოკუმენტებს ხელს აწერს, როგორც თავისი მოადგილის, ხათუნა მეგრელიშვილის, ისე ლელა დიდბერიძის ნაცვლადაც, რომელიც ხელმოწერების დროს გარდაცვლილი იყო. რაში დასჭირდა მკვდრებისა და ცოცხლების გაყალბებული ხელმოწერა სოფიო სიყმაშვილს და ვის დავალებებს ასრულებდა ბაღის ყოფილი დირექტორი უცნობია.

გარდა ამისა, ამავე მასალიდან ცნობილი ხდება, რომ ხელმოწერების გაყალბების შესახებ სავარაუდოდ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმაც  წელიწადნახევარია იცოდა. ფარულ ჩანაწერების მიხედვით სწორედ ამ დროს არის ფარული მასალა ჩაწერილი, როდესაც სააგენტოს უფროსს თემურ თორდინავას ტელეფონზე 163-ე ბაღის დირექტორის მაშინდელი მოადგილე უკავშირდება და ამავე ბაღის იმდროინდელი დირექტორის, სოფიო სიყმაშვილის მიერ ოფიციალურ დოკუმენტების გაყალბების შესახებ ესაუბრება. სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, რომ თემურ თორდინავას სიყმაშვილის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული არ უკვირს და ის ამის შესახებ ინფორმაციას უკვე დიდი ხანია ფლობდა.

მას შემდეგ, რაც სიყმაშვილი და ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი მიხვდნენ, რომ სავარაუდო დანაშაულის შესახებ დირექტორის მოადგილისთვის ცნობილი იყო, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

დღის ამბები