საწოლს მიჯაჭვულ მოხუცს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, 6 თვის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს. მოხუცი ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში ცხოვრობს.
მოხუცს პენსია არც საკვებისთვის და არც წამლების შესაძენად ყოფნის. ის ყვება, რომ ხშირად მშიერი იძინებს.
ბედის ანაბარა მიტოვებული 91 წლის ბებია მარტოობას და სიღატაკეს ახლა ერთდროულად ებრძვის, იმედი აქვს, რომ სიცოცხლის ბოლომდე გაიგებს, რატომ მოუხსნეს 62 ლარიანი დახმარება.
რატომ მოუხსნეს დახმარება 91 მოხუცს, ამ კითხვაზე პასუხი სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობაში არ აქვთ. უწყებაში, რომელმაც თინა ნიქაბაძის მდგომარეობა შეისწავლა, "კურიერისგან" გაიგეს, რომ მოხუცი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრებს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი