06 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მამაკაცი დააკავა - ის პოლიციელების მოკვლით იმუქრებოდა

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა მამაკაცი დააკავა, რომელიც დაკავებულის მტკიცებით, თეთრ სახლში "ყველა თეთრკანიანი პოლიციელის მოსაკლავად" მიემგზავრებოდა. სამართალდამცველებმა ხანმოკლე ოპერაციის შედეგად ეჭვმიტანილი თეთრი სახლის სიახლოვეს დააკავეს.

ის ტეხასის მკვიდრი მაიკლ არეგა აღმოჩნდა. მასზე ძებნა facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც ის პოლიციელების მოკვლით იმუქრებოდა. ჩხრეკისას მას იარაღი არ აღმოაჩნდა.

დღის ამბები