06 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
თავდასხმა მოხდა ათენში საბერძნეთის სოციალისტური პარტიის "პასოკ-ის" ოფისზე

თავდასხმა მოხდა ათენში საბერძნეთის სოციალისტური პარტიის "პასოკ-ის" ოფისზე. ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი პარტიის ოფისის შენობას გაუხსნა. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიის შენობა.

ინციდენტი სოციალისტური ალიანსის ლიდერების, სატელევიზიო დებატებამდე ერთი საათით ადრე მოხდა. შენობაში ამ დროს 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შემდეგ თავდამსხმელებმა ტერიტორია მოტოციკლით დატოვეს.

დღის ამბები