06 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
ე.წ. სამოთხის დოკუმენტების სკანდალის შემდეგ ევროკავშირი შავი სიის შექმნას გეგმავს

ე.წ. სამოთხის დოკუმენტების სკანდალის შემდეგ ევროკავშირი შავი სიის შექმნას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ ეკონომიკის დარგში ევროკომისარმა გააკეთა. პიერ მოსკოვისის განმარტებით, მორიგი ოფშორული სკანდალის შედეგად გავრცელებულ იმფორმაციას ადეკვატური სანქციები უნდა მოჰყვეს.

მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე დღეს შედგება.

ე.წ. PARADISE PAPERS-ის სკანდალურ დოკუმენტებში, რომლებმაც მსოფლიო ლიდერების მიერ გადამალული მილიონები, ჩრდილოვანი კომპანიები და საეჭვო კავშირები გამოააშკარავა, ელისაბედ მეორეს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, უკრაინის პრეზიდენტისა და სხვა პოლიტიკოსების სახელები ფიგურირებს. 

დღის ამბები