06 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
ესტონეთისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმიდან 10 წელი გავიდა

ზუსტად 10 წელი გავიდა იმ მასშტაბური კიბერთავდასხმიდან, რომელიც ესტონეთის, ცოტა ხანში კი, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა. ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამართულ მოსმენაზე სწორედ კიბერუსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კიბერსივრცის სტაბილურობის გლობალური კომისიის ხელმძღვანელმა "რუსთავი 2"-თან ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ტალინის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

"ქართველ ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ჩვენ ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის ძლიერი მხარდამჭერები ვართ. ქვეყნები, რომლებიც შეასრულებენ ვალდებულებებს, თავად უნდა წყვეტდნენ მომავალს. არა მხოლოდ რუსეთს, არცერთ სხვა ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტილება მიიღოს სხვა ქვეყნების ხალხის სურვილის საპირისპიროდ. ჩვენ ეს ვნახეთ უკრაინაში, სადაც ხალხმა ევროპული კურსის ერთგულება აირჩია. ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის ოკუპაციამ ეს ვერ შეცვალა, ისევე როგორც ვერ შეცვალა 2008 წლის ომმა ქართველი ხალხის სურვილი, დაუახლოვდეს და მოახდინოს ინტეგრირება ევროკავშირსა და ნატოში," - მარინა კალიურანდიმ. 

მარია კალიურანდი მომავალ კვირას თბილისში ჩამოდის.

დღის ამბები