18 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
მთავრობას ერთ დღეს შეუძლია ამ თანხების მითვისება - ექსპერტები საპენსიო კანონპროექტს აკრიტიკებენ 

საპენსიო კანონპროექტს კრიტიკულად აფასებენ ექსპერტები. მათი თქმით, რეფორმა ყველაზე მომგებიანი სახელმწიფოსა და ბანკირებისთვისაა. ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ კანონი დასაქმებულის ხელფასის ზრდაზე აისახება, რადგან მისი თქმით, დამსაქმებელს დასაქმებული 2%-ით მეტი დაუჯდება და ის ხელფასის მატებაზე ნაკლებად იფიქრებს.

„წნეხი ცალსახად არის. შეიძლება საწყის ეტაპზე ხელფასი არ შეეცვალოს ადამიანს, მაგრამ ბიზნესი აუცილებლად ამას მომავალში, როდესაც ხელფასის ზრდის პოლიტიკას განსაზღვრავს, გაითვალისწინებს, რომ რეალურად, მას 2%-ით მეტი უჯდება თითოეული თანამშრომელი,“ - განაცხადა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ.

სპეციალისტები არსებულ რისკებზე საუბრობენ და მაგალითად პოლონეთსა და უნგრეთში მომხდარი ფაქტები მოჰყავთ.

„ძალიან დიდი რისკია ერთ დღეს გამოვიდეს მთავრობა და ამ თანხების ნაციონალიზაცია მოახდინოს, ისე როგორც მოხდა პოლონეთში და როგორც მოხდა უნგრეთში. მე არ მჯერა იმის, რომ ჩვენი მთავრობა იმაზე უკეთესი მთავრობაა, ვიდრე უნგრეთის და პოლონეთის მთავრობა. ერთ დღეს შეუძლია ამ თანხების მითვისება,“ - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები