06 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ოფშორული სკანდალის ეპიცენტრში კომპანია Apple აღმოჩნდა

ოფშორული სკანდალის ეპიცენტრში კომპანია Apple აღმოჩნდა. საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კორპორაციის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, ტექნოლოგიურ გიგანტს შემუშავებული ჰქონდა სპეციალური სქემა, რომლითაც მინიმალური რაოდენობის გადასახადებს იხდიდა.

ე.წ. "სამოთხის დოკუმენტების" მიხედვით, Apple კუნძულ ჯერსიში დარეგისტრირებული იურიდიული ფირმით სარგებლობდა, რომელიც ასევე ემსახურებოდა ბრიტანეთის დედოფლის ფონდს, ტრამპის გარემოცვის წევრთა კომპანიებსა და სხვა ცნობილ პოლიტიკოსებს.

Apple-ის 2017 წლის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ კომპანიის შემოსავალი 44 მილიარდ დოლარზე მეტი იყო, მაგრამ გადასახადის სახით, მხოლოდ მილიარდ 650 მილიონი დოლარი დაფარეს.

დღის ამბები