06 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
სიდნეიში სკოლაში ავტომობილი შევარდა - გარდაცვლილია ორი ბავშვი 

უბედური შემთხვევა სიდნეის სკოლაში მსხვერპლით დასრულდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შენობას დაეჯახა და საკლასო ოთახში შევარდა. ინციდენტის დროს კლასში 24 მცირეწლოვანი მოსწავლე იმყოფებოდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი, 21 ბავშვი კი დაშავდა.

გამოძიება მომხდარს ტერაქტად არ განიხილავს. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილს 52 წლის ქალი მართავდა, რომელიც გამოკვლევების ჩასატარებლად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს, მათ შორისაა მძღოლის შეცდომა და მანქანის ტექნიკური გაუმართაობა.

დღის ამბები