06 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
ტერორისტები ქაბულის ტელევიზიაში შეიჭრნენ - არიან დაშავებულები

ქაბულის ტელევიზიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. მათ ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი ხელყუმბარები ისროლეს. ბოლო მონაცემით, ერთი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდია.

შენობაში სამი თავდამსხმელი იმყოფება. ისინი ცეცხლს უხსნიან სპეცრაზმელებს, რომლებსაც ტელევიზიის შენობა ალყაში აქვთ მოქცეული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

გავრცელებული ცნობით, ტელეკომპანია "შამშადის" შენობაში 100-მდე თანამშრომელი იმყოფება.

დღის ამბები