06 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ფხენიანის კრიზისის მოგვარებაში ვაშინგტონმა მოკავშირეებთან ერთად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - ტრამპი

ფხენიანის კრიზისის მოგვარებაში ვაშინგტონმა მოკავშირეებთან ერთად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - განცხადება დონალდ ტრამპმა სეულში ვიზიტისას გააკეთა, სადაც სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფხენიანის საფრთხის ფონზ, სეულს ყოვლისმომცველ, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერასაც ჰპირდება.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებაში გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია და ეს პროგრესი ძალის დემონსტრირების დამსახურებაა.

დონალდ ტრამპმა პერსპექტივებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას შეთანხმების გაფორმების მიზნით, მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები