06 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარში 26 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დევინ კელი, 2012 წელს ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა

ტეხასში ბაპტისტურ ტაძარში 26 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დევინ კელი, 2012 წელს ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა – ამის შესახებ პოლიციის ანგარიშშია ნათქვამი. კელი კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მისი მხრიდან ცოლსა და გერზე მუდმივი ძალადობის ფაქტების შესახებ გახდა ცნობილი. იგივე ბრალდებით მას სამხედრო ტრიბუნალმა 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამის შესახებ ჩანაწერი ფედერალურ ბაზაში არ არსებობს, რის შედეგადაც დევინ კელიმ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შეძლო. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, კელის სამიზნე ყოფილი სიდედრი იყო.

დღის ამბები