06 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ოფშორული სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტი პრინცი ჩარლზიც აღმოჩნდა

ოფშორული სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრიტანეთის დედოფლის შემდეგ პრინცი ჩარლზიც აღმოჩნდა. საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ჩართული იყო კლიმატის ცვლილებების კამპანიაში, მაგრამ არ გაუმხელია, რომ მის საჰერცოგოს ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაში ფარულად ჰქონდა ინვესტიციები ჩადებული. ეს კომპანია კი კლიმატის ცვლილებებზე აგიტაციას რეკლამირებას უწევდა.

გაირკვა ისიც, რომ ბერმუდაში დარეგისტრირებული კომპანიის ხელმძღვანელი პრინც ჩარლზის უახლოესი მეგობარია.

თავად ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე აცხადებს, რომ ინვესტირების პროცესში პირადად არასდროს ყოფილა ჩართული, კლიმატის ცვლილებების კამპანიას კი 30 წელზე მეტია უძღვება.

დღის ამბები