18 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ტერეზა მეის ცვილის ფიგურა- ლონდონის მადამ ტუსოს მუზეუმს ახალი ქანდაკება ემატება

ლონდონის მადამ ტუსოს მუზეუმს ახალი ქანდაკება ემატება. მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, დამთვალიერებელს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ცვილის ფიგურის ნახვაც შეეძლება.

ტერეზა მეის ცვილის ორეულს ნარინჯისფერი კოსტიუმი და ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია და შავი საქაღალდით ხელში დაუნინ სტრიტზე მდებარე რეზიდენციიდან გამოდის.

გავრცელებული ცნობით, მუზეუმში გადატანის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ქანდაკებას დონალდ ტრამპისა და ანგელა მერკელის ფიგურების სიახლოვეს დადგამენ.

დღის ამბები