18 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
85 წლის მოხუცის წამებაში დადანაშაულებული ქართველი ემიგრანტები ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს ითხოვენ

საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან. სარჩელს საქართველოს ის მოქალაქეები ამზადებენ, რომლებიც ბერძნულ მედიაში ყაჩაღობაში ბრალდებულების სტატუსით მოხვდნენ. საუბარია 85 ხუთი წლის პენსიონერზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

როგორც სოფიო საკანდელიძე და სოფიო ფხაკაძე აცხადებენ, მედიამ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან ყაჩაღობის დროს ისინი ბერძენ სამართალდამცველებს სხვა ბრალდებით ყავდათ დაკავებული, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ მტკიცებულებები ვერც ამ საქმეზე წარმოადგინა.  

ამასთან, საბერძნეთში მცხოვრები 8 ქართველი პოლიციამ ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 18 ოქტომბერს დააკავა, 85 წლის მოხუცის წამების ფაქტი კი 27 ოქტომბერს მოხდა.

გასულ კვირას ტელე და ონლაინ გამოცემებმა გაავრცელეს 8 ქართველის ფოტო, რომლებზეც ამტკიცებდნენ, რომ ადგილობრივი პოლიცია მათ 85 წლის მოხუცის დაყაჩაღებასა და წამებაში ადანაშაულებდა. მედიის ინფორმაციით, ქართველების კრიმინალურმა დაჯგუფებამ მარტოხელა მოხუცი 50 ევროს გამო დააუთოვეს.

ემიგრანტები საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მათთვის საჯაროდ დაბრალებული მძიმე დანაშაულის უარსაყოფად არაფერი გააკეთეს. ბრალდებებს უარყოფენ საქართველოს საელჩოში.

ოფიციალური დეტალების გარკვევამდე ემიგრანტები მათ მიმართ მიმდინარე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ფოტოების გავრცელების გამო, ქუჩაში ცნობენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

ემიგრანტები მედიისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. 

 

დღის ამბები